forumis gamodzieba
ჩვენს შესახებ
თავმჯდომარე
პოლიტსაბჭო
წესდება
ისტორია
სიმბოლიკა
თბილისის ორგანიზაციები
რეგიონული ორგანიზაციები
ახალგაზრდული ფორუმი
ფინანსური ანგარიში
 
 
xma.jpg
 
 
faq_geo.jpg
 
 
ucxouri_media.jpg
 
gazeti_left
 
trade_press_2.jpg
 
მედია საცავი
photo_geo.jpg
video_geo.jpg
audio_geo.jpg
 
ნიკო აღარ გვყავს
n_orvelashvili.jpg
 
„ეროვნული ფორუმის“ შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსის მეუღლეზე ზეწოლა ხორციელდება ბეჭდვა ელფოსტა
23:40 - 09.09.2010

გუშინ „ეროვნული ფორუმის“ შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსის, სოსო ვახტანგიშვილის მეუღლეს, რომელიც გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელია, გორის გამგეობის კულტურის სამსახურის ახლადდანიშნულმა უფროსმა ლევან შავლიაშვილმა სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა.

„როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში „ფორუმი“ ქართლში ძალიან გააქტიურდა, ზაფხულის განმავლობაში სხვა და სხვა სოფელში პარტიის ლიდერებს მოსახლეობასთან შეხვედრებიც ჰქონდათ და ასეთი შეხვედრები უახლოეს მომავალშიც იგეგმება. ცხადია, ეს არ დარჩენია ხელისუფლებას ყურადღების მიღმა და როგორც სჩვევიათ „დემოკრატიის ახალი ტალღის ფუძემდებლებს“, „ფორუმის“ წევრებზე და, მათ შორის, ჩემზე, გარკვეული რეპრესიული ღონისძიებების გატარება დაიწყეს.
დაწვრილებით...
დღეს მეტროსადგურებთან 2 610 ხელმოწერა შეგროვდა ბეჭდვა ელფოსტა
23:31 - 09.09.2010

„ეროვნული ფორუმის“ ინიციატივას მოსახლეობა აქტიურად ეხმიანება. მხოლოდ დღეს თბილისის მეტროსადგურებთან „ფორუმელებმა“ 2 610 მხარდამჭერის ხელმოწერა შეაგროვეს.

როგორც ცნობილია, ხელმოწერები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისათვის არის საჭირო. ცვლილებები ითვალისწინებს იმ მექანიზმების შემოღებას, რომლითაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება არჩევნების გაყალბება და მისი ჩატარება გარანტირებული გახდება პრინციპით - „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა!
დაწვრილებით...
"ეროვნულმა ფორუმმა" თბილისის მეტროსადგურებთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ბეჭდვა ელფოსტა
23:01 - 09.09.2010
დაწვრილებით...
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერებმა ქუთაისში პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს ბეჭდვა ელფოსტა
20:49 - 09.09.2010

დღეს „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე ქუთაისში პარტიის მხარდამჭერებს შეხვდნენ. ქუთაისის საინიციატივო ჯგუფი „ფორუმის“ საქალაქო ორგანიზაციის დასაფუძნებლად ემზადება, შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრაც აქტივისტებისა და მხარდამჭერების მზაობის შემოწმებასა და მათთვის პარტიის სამოქმედო გეგმების გაცნობას ისახავდა მიზნად. შეხვედრას 250-მდე აქტივისტი ესწრებოდა.

„ვისაუბრეთ საკმაოდ საფუძვლიანად დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ყველა საჭირბოროტო საკითხს შევეხეთ, რაც ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. გავაცანით ჩვენი გეგმები, მათ შორის, იმ პროცესზეც ვისაუბრეთ, რომელიც მიმართულია საარჩევნო გარემოს შეცვლისაკენ და ავხსენით ამ ინიციატივის მიზანშეწონილობა, შინაარსი და ის, თუ რა შედეგი უნდა მოიტანოს მან.
დაწვრილებით...
კახაბერ შარტავა წალენჯიხის გამგებლის წინააღმდეგ ბეჭდვა ელფოსტა
19:22 - 09.09.2010

ხელისუფლებამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ზედა საჩინოს მცხოვრებთა დასჯა "ეროვნული ფორუმის" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა და იტალიურ ფირმა "ფერეროს" ნება მისცა, მოსახლეობის კუთვნილ მიწებზე შესულიყო და დაემუშავებინა. ამის გამო "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა საჩინოში დაბრუნდა, სადაც მოსახლეობასთან ერთად გამგებელს შეხვდა.

დააჭირეთ აქ და ნახეთ სიუჟეტი.

დაწვრილებით...
"ან დადონ დოკუმენტი, ან ენას დავუმოკლებ მაკრატლით ან სეკატორით" ბეჭდვა ელფოსტა
19:05 - 09.09.2010

გაზეთი „ყველა სიახლე“, 9.09.2010

ავტორი ნათია დოლიძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ გვესაუბრება "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.

- ბატონო გუბაზ, უკვე დაიწყო ახალი პოლიტიკური სეზონი, როგორ ფიქრობთ, როგორია ოპოზიციის სასტარტო მდგომარეობა?

- უკეთესი, ვიდრე ზაფხულში, არჩევნების შემდეგ იყო. ეს არჩევნები ოპოზიციისთვის კიდევ ერთ წაგებულ ბრძოლად იქცა, რამაც გააძლიერა ხელისუფლება, დაასუსტა ოპოზიცია და საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვია. დღეს უკვე დაიწყო ოპოზიციის შიგნით კონსულტაციები. აშკარად ჩნდება კონსოლიდაციის ნიშნები, თუმცა არა ყველას, არამედ ორი-სამი პოლიტიკური ჯგუფის. ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს სოციალური ფონი.

ყველანი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან უახლოეს მომავალში ქართულ პოლიტიკაში ბევრი "ცრუ წინასწარმეტყველი" გამოჩნდება და შეიძლება უმართავი პროცესებიც დაიწყოს. აჯანყებაზე ლაპარაკი და მისკენ მოწოდება დღეს დაუშვებელია. ხელისუფლების უბადრუკმა მოქმედებამ, უფრო სწორად კი, უმოქმედობამ, შესაძლოა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც დაარწმუნოს, რომ აჯანყების გარდა სხვა გზა აღარ არსებობს. ამიტომ საკმაოდ მძიმე შემოდგომა გველის. ვაფრთხილებ ყველას, რომ ყურადღებით ვიყოთ და იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ, რაც უკვე დავუშვით! ემოციებს აყოლა ცალკეულ ადამიანსაც და ხალხსაც ძვირად უჯდება ხოლმე. ამიტომ დროა, ავისა და კარგის გარჩევაც ისწავლონ, თანაც პოლიტიკურ ბიოგრაფიებს მიაქციონ ყურადღება და კარგად დაფიქრდნენ, ვინ რა მოტივით ლაპარაკობს და მოქმედებს.

დაწვრილებით...
„ეროვნულმა ფორუმმა“ მეტროსადგურებთან მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ბეჭდვა ელფოსტა
23:02 - 08.09.2010
xma.jpgდღეს „ეროვნულმა ფორუმმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების მეორე ეტაპი დაიწყო.

მოგეხსენებათ, 23 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც, 30 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, უფლება ექნება, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პაკეტი.

ცვლილებები ითვალისწინებს იმ მექანიზმების შემოღებას, რომლითაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება არჩევნების გაყალბება და მისი ჩატარება გარანტირებული გახდება პრინციპით - „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა!“

ხელმოწერების შეგროვება 25 ივლისიდან დაიწყო და 15 სექტემბრამდე გასტანს. ამჯერად, ინიციატივაზე ხელმოწერების დაფიქსირება თბილისელებს მეტროსადგურებთანაც შეეძლებათ. ხვალ „ფორუმელთა“ მაგიდები იდგება შემდეგ ტერიტორიებზე:
დაწვრილებით...
დღეს "ფორუმის" ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ ბეჭდვა ელფოსტა
21:58 - 07.09.2010

დღეს, 7 სექტემბერს საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" "ეროვნული ფორუმის" ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და სამოქმედო გეგმა გააცნეს.

 

 

დაწვრილებით...
კახა შარტავა - თავისუფლება და დემოკრატია მსხვერპლი არ უნდა აღმოჩნდეს ბეჭდვა ელფოსტა
20:53 - 06.09.2010

kaxa_2.jpg„ინტერპრესნიუსი“

"ეროვნული ფორუმის" ლიდერის, კახა შარტავას განცხადებით, ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს .

"თავისუფლება და დემოკრატია ხშირად მოითხოვს მსხვერპლს, მაგრამ თავისუფლება და დემოკრატია არ უნდა აღმოჩნდეს მსხვერპლი", - აღნიშნა კახა შარტავამ.

მისივე თქმით, კონგრესმენებთან შეხვედრის ძირითად თემა იყო საარჩევნო გარემოს შეცვლა ან იმის გამოაშკარავება, რომ ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების ჩატარებას, რასაც, როგორც კახა შარტავა აცხადებს, საკადრისი პასუხი გაეცემა სამოქალაქო საზოგადოების მიერ.

დაწვრილებით...
"ეროვნული ფორუმის" პირველი პარტიული კონფერენცია ბეჭდვა ელფოსტა
01:46 - 05.07.2010

erovnuli_forumi_3.jpg2010 წლის 25 ივნისს "ეროვნულმა ფორუმმა" ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში პირველი პარტიული კონფერენცია გამართა. კონფერენციას პარტიის 8 ათასამდე წევრი ესწრებოდა. კონფერენციის შემდეგ რუსთაველის გამზირზე "ფორუმელთა" მსვლელობა მოეწყო.

დააჭირე აქ და უყურე კონფერენციის სრულ ვერსიას.

 

დაწვრილებით...
ანონსი - 10.09.10
19:13 - 09.09.2010
ხვალ, 10 სექტემბერს, 14:00 საათზე
გორში,

„ეროვნული ფორუმის“ გორის ოფისში (სტალინის ქ. 24)

პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი და „ეროვნული ფორუმის“ შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი სოსო ვახტანგიშვილი
ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „ეროვნული ფორუმის“ მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შიდა ქართლში განხორციელებული აქტივობები და საშემოდგომო გეგმები.

დაწვრილებით...
"ეროვნული ფორუმი" შუკვანის ოჯახს უსამძიმრებს
20:23 - 06.09.2010
shukvani_big.jpgპოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმი“ მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის, მუხრან შუკვანის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მთელს საქართველოს.
დაწვრილებით...
სხვა სიახლეები 
სიახლეების გამოწერა
სახელი:
ელფოსტა:
გამოწერა გაუქმება
გამოკითხვა
უნდა შეიცვალოს თუ არა საარჩევნო გარემო ქვეყანაში?


 
არქივი
« სექტემბერი 2010 
ორსამოთხხუთპარშაკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930     
 
Politforum
button_facebook
© 2009 National forum. All rights reserved.