მებრძოლი ქართული სული

Get Adobe Flash player

ამგვარ თემებს ნუ გამოიყენებთ საკუთარ საარჩევნო კამპანიაში და ნუ ეცდებით, ასეთი საკითხით საკუთარ მიზანს მიაღწიოთ!

ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი კიდევ 500 მეტრით გადმოწიეს.

სწორედ ეს საკითხი განიხილეს 7 ივლისს, პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, რის შემდეგაც კრემლის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, ჟენევის ფორმატის წინ ამ თემას გარკვეული პოლიტიკური ძალები განგებ ააქტიურებენ, რადგან სურთ, რუსეთმა და საქართველომ დიალოგი ვერ შეძლონო. კარასინს, პირდაპირ თუ ირიბად, ჩემი რესპონდენტიც ეთანხმება _ ამბობს, რომ ,,მცოცავ ოკუპაციაზე” აჟიოტაჟი საფუძვლიანად, მაგრამ ამავე დროს, პოლიტიკური ქულების დასაწერად ატყდა. რა ხდება სინამდვილეში ბერშუეთთან და ვის აწყობს ,,ხანძარი” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ? _ ,,ვერსია” ყოფილ პარლამენტარს, ეროვნული ფორუმის წარმომადგენელს, სოსო ვახტანგაშვილს ესაუბრა.
_ რაც სოფელ ბერშუეთთან ხდება, ცუდია, მაგრამ არა ახალი და კარგი იქნებოდა, აჟიოტაჟი აქამდეც ატეხილიყო. სინამდვილეში, ბერშუეთთთან გადმოწეული მავთულხლართები ე.წ. ბორდერიზაციის განმსაზღვრელი ბანერი არაა. ტელევიზიით სოფელ ორჭოსანთან აღმართული ბარიერი გააშუქეს, რომელმაც დაახლოებით, ორი წლის წინ გადმოიწია და არა ახლა.
_ მახსოვს, მაშინ შემთხვევის ადგილზე პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ჩავიდნენ… 
_ დიახ… ახლა ბანერი სოფელ ბერშუეთში გადმოწიეს, რაც თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ბანერი ცენტრალური მაგისტრალიდან 500 მეტრით კი არა, დაახლოებით 10-12 კილომეტრითაა დაშორებული. ხელისუფლების ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ ეს აჟიოტაჟი პოლიტიკურ ინტერესებთანაა დაკავშირებული და ეს რწმენა მაშინ გამიღრმავდა, როცა ბანერთან ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დავინახე. აღშფოთების უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ როცა თქვა, ყველაფერი ხელისუფლების ბრალია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რაღაცას შეცვლისო, მივხვდი, პოლიტიკური ინტერესი იყო.
_ იმის თქმა გინდათ, რომ აჟიოტაჟი ნაციონალების საარჩევნო კამპანიის ნაწილია? 
_ დიახ, თუმცა ბორდერიზაცია უდიდესი პრობლემაა, რაც ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო… სხვათა შორის, ადამიანების გატაცების თავიდან ასაცილებლად შეგვიძლია, თანამედროვე ტექნიკა _ ვიდეოკამერები გამოვიყენოთ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვეუბნებოდი ხელისუფლებას, იმ განსაკუთრებულ ზონებში, სადაც ადამიანების გატაცება ყველაზე ხშირად ფიქსირდება, გონიერი, მოძრავი ან სტაციონარული კამერები დაგვემონტაჟებინა, მაგრამ ხელისუფლება უუნარო და უნიათოა, ამიტომ მოქალაქეებს ისე გვტაცებენ, როგორც წიწილებს და გამოსასყიდს ისე ითხოვენ, როგორც ,,ლეკიანობის” დროს. მსგავსი ფაქტები უფრო გახშირდება _ იგივეს გაკეთებას აფხაზეთის მიმართულებითაც დაიწყებენ.
_ ვიდეოკამერების გარდა, ხელისუფლებას ,,მცოცავი ანექსიის” შესაჩერებლად კიდევ რას სთავაზობთ? 
_ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუნდაც, სამთავრობო თათბირი ჩაატაროს ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ადმინისტრაციული საზღვარია და რუსებს უთხრას, რომ ერთ ნაბიჯსაც არ დავთმობთ.
_ გგონიათ, ეს შედეგს გამოიღებს? 
_ ეს იმის დემონსტრირება იქნება, რომ ყველაფერს ვაპროტესტებთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს პრობლემა მემკვიდრეობით მიიღო, პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება, ამიტომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას…
_ ბერშუეთის, ასე ვთქვათ, ინციდენტით, კიდევ რამდენი მეტრი მიწა წაგვართვა ოკუპანტმა? 
_ როგორც ამბობენ, საზღვარმა 500 მეტრით გადმოიწია და ტრასას მოუახლოვდა, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა და აგიხსნით, რატომაც: თავის დროზე, როცა მიხეილ სააკაშვილმა ,,სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციული ერთეული აღიარა, მასში ახალგორიც შეიყვანა, სწორედ ახალგორის სოფელია ორჭოსანი. კომუნისტების დროს ახლაგორისა და გორის რაიონებს შორის არაფორმალური გარიგება დაიდო, რომ ორჭოსნის მიწებს გორის რაიონის მეურნეობა დაამუშავებდა, რადგან ეს სოფელი გორთან ახლოსაა. მოკლედ, ორჭოსანი დღეს უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაშია ისევე, როგორც ბერშუეთი და ოსებმაც ყოფილი საბჭოთა ოსეთის ოლქის კუთვნილი ტერიტორია მოითხოვეს. ახლა არჩევნები მოგვადგა და ორი წლის წინ გადმოწეულ ორჭოსნის ბანერზე აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხეს, თუმცა ვიმეორებ: ეს დიდი ხნის პრობლემაა.
_ ეს საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხევდრაზე განიხილეს და ალბათ, ჟენევის ფორმატშიც ისაუბრებენ. ამგვარი მოლაპარაკებები შედეგს მოიტანს? 
_ აბაშიძე-კარასინის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ მოიცავს, თუმცა ეს ფაქტი აქტუალობიდან გამომდინარე განიხილეს. ვფიქრობ, აქედან არაფერი გამოვა, რადგან რუსეთს აქვს არგუმენტი, რომ ქართულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იმ ტერიტორიაზე, სადაც საბჭოთა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ოლქი არსებობდა, აღიარა. შუამავალი ევროკავშირის მონიტორებიც დაადასტურებენ, რომ რუკების მიხედვით, რომლითაც ე.წ. ბორდერიზაცია ხდება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი იქ გადის.
_ ანუ ბერშუეთთან საზღვრის გადმოწევაც ,,კანონიერად” მოხდა? 
_ ეს სოფელი ყოფილი ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის” შემადგენლობაში იყო. როცა სააკაშვილმა სანაკოევის ადმინისტრაცია აღიარა, შეიძლებოდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში ახალგორი არ შესულიყო და დღეს ორჭოსნის პრობლემაც არ გვექნებოდა.
_ ბერშუეთთან ქართველმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს და კარვებიც დასცეს. ეს ოკუპანტს ხომ არ გააღიზიანებს? 
_ აქციის შინაარსსა და ფორმას გააჩნია, თუმცა სწორი არც პრობლემის მიჩქმალვა იქნება. საერთოდ, ასეთი აქციების დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დავაზიანოთ. ცნობილია, რომ დაახლოებით ორი წლის წინ, ყოფილი გუბერნატორი, ბარნოვი მავრთულხლართსმიღმა გადავიდა _ ჩვენს სამართალდამცავებს არ დაემორჩილა. რამდენადაც ვიცი, რუსი ე.წ. მესაზღვრეები ანუ ოკუპანტები დაახლოებით 50 მეტრში იყვნენ ჩასაფრებულნი და არსებობდა შანსი, ინციდენტი მომხდარიყო, რასაც უარესი პროცესები მოჰყვებოდა. ქართული დროშა, რომელიც აქციის მონაწილეებმა იმ ტერიტორიაზე დაკიდეს, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, მაშინ დეფაქტო ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ოსმა წარმომადგენელმა ჩამოხსნა და დაკეცა _ ჩვენს სიმბოლიკას ძალიან კულტურულად მოექცა, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, ასე რომ არ მოქცეულიყო და ქართული დროშა გაეთელა, ყველაფერი შეიძლება, სერიოზულ შეიარაღებულ კონფლიქტამდე მისულიყო. კარგი იქნება, თუ ამ სიტყვებს არ ამოჭრით _ ყველა პოლიტიკური პარტია ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. მივმართავ პოლიტიკოსებს: ამგვარ თემებს ნუ გამოიყენებთ საკუთარ საარჩევნო კამპანიაში და ნუ ეცდებით, ასეთი საკითხით საკუთარ მიზანს მიაღწიოთ!
_ კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ რუსულ-ქართული საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრა იგეგმება. ამ ფორმატზე რას ფიქრობთ? 
_ წარმოდგენა არ მაქვს, რაზე უნდა ისაუბრონ. დარწმუნებული ვარ: ამ ეტაპზე, მსგავსი ტიპის შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის ჩატარდება და შედეგს არ გამოიღებს.
_ მოკლედ, ბატონო სოსო, აჟიოტაჟი საფუძვლიანად, მაგრამ პოლიტიკური ქულების დასაწერად ატეხილი გგონიათ, არა? 
_ რეალურად, ადმინისტრაციული ოლქის ,,საზღვრის” ტერიტორიას მოჰყვებიან. ეს პროცესი არ დასრულდება, რადგან ადმინისტრაციული ზოლი სრულად ჯერ კიდევ არაა დატვირთული. საერთოდ, ძალიან დიდ სივრცეზეა საუბარი: წარმოიდგინეთ, ხაშურის რაიონიდან მცხეთის რაიონამდე არსებული მთელი ადმინისტრაციული საზღვარი ე.წ სამხრეთ ოსეთისაა; ამიტომაც ვიმეორებ _ ხელისუფლებამ ქმედითი ზომები უნდა გაატაროს და ადმინისტრაციულ საზღვართან თუნდაც დემონსტრაციულად, მთავრობის სხდომა ჩაატაროს!
სხვათა შორის, 8 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ახალგაზრდებმა აქცია _ „არა ოკუპაციას“ გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოწოდებებით _ „არა ოკუპაციას”, ,,რუსეთი ოკუპანტია” ე.წ. მესაზღვრეების მიერ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მწვანე ბანერის დამონტაჟება გააპროტესტეს. ამასთან, აღნიშნულ საკითხს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება მიუღებელია.
,,საერთაშორისო წარმომადგენლებმა, მტკიცედ და მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, რომ ნებისმიერი ცვლილება, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა, არის მიუღებელი და არ ვიღებთ ამას. რაც შეეხება თავად ამ საკითხს, ევროკავშირის მისია აწარმოებს მონიტორინგს და ამ საკითხში მას ჰყავს ექსპერტები. კიდევ ერთხელ და ყოველდღიურად გავიმეორებ, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ასე იყო, არის და იქნება მომავალში”, _ აღნიშნა ელჩმა. საქართველოს საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რათა აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს.
თათია გოჩაძე

წყარო: https://www.versia.ge/index.php/2013-07-31-11-22-32/item/4935

შემოგვიერთდით Facebook-ზე
ანონსი
26 თებერვალს 20:15 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივზე” სტუმრად თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე ავთანდილ დავითაძე
20 თებერვალს 19:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” გადაცემაში “თავისუფალი ტრიბუნა” სტუმრად “ეროვნული ფორუმის” ახალი პოლიტიკური მდივანი სოსო ვახტანგაშვილი და “ახალგაზრდული ფორუმის” თავმჯდომარე გიორგი ბერიძიშვილი
7 ნოემბერს 19:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” გადაცემაში “თავისუფალი ტრიბუნა” სტუმრად იქნებიან სოსო ვახტანგაშვილი და ავთანდილ დავითაძე
17 ნოემბერს 20:00 საათზე
ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემაში “პრიორიტეტი” სტუმრად ანი მიროტაძე
17 ნოემბერს 14:30 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სტუმრად შორენა ბუხრაშვილი
15 ნოემბერს 22:30 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სტუმრად სოსო ვახტანგაშვილი
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
       
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
       
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
       
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
       
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
       
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
       
     12
10111213141516
31      
1234567
293031    
       
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
       
სიახლეები
14714995_1623949171231210_3368225414411503941_o
ამგვარ თემებს ნუ გამოიყენებთ საკუთარ საარჩევნო კამპანიაში და ნუ ეცდებით, ასეთი საკითხით საკუთარ მიზანს მიაღწიოთ!
19893717_1605651936125452_212694659_o-1
სოსო ვახტანგაშვილი: “ხელისუფლებამ ეს პრობლემა მემკვიდრეობით მიიღო”
19897799_1605651929458786_383740986_o-2
სოსო ვახტანგაშვილი: რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები შესაძლოა მცხეთამდე გაავლონ
1497701838434
კახა შარტავა: “გამოცდილი პოლიტიკოსები, ვდგებით ახალი თაობის სამსახურში”
მთვლელი