მებრძოლი ქართული სული

Get Adobe Flash player

წესდება

რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
2008 წლის 24 მარტის №78 ბრძანებით

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმის”

ცვლილებები და დამატებები მიღებულია

ამავე პარტიის მორიგი IV ყრილობის მიერ

2014 წლის 21 სექტემბერს

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმი” (შემდგომში პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე (რაც განისაზღვრება წინამდებარე წესდებით)
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანება

1.2. პარტია წარმოადგენს საჯარო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუზღუდავად (რეგიონული ან ტერიტორიული ნიშნის შეზღუდვის გარეშე, მათგან მიუხედავად)

1.3. პარტია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების საფუძველზე, ასევე პარტიის მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად

1.4. პარტიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ფანასკერტელის ქ., კორპ. 16, ბინა 48.

მუხლი 2. პარტიის საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები

2.1. პარტიის მიზნებია (ამოცანებია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად ხელი შეუწყოს

2.1.1. საქართველოში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, ეკონომიკური თავისუფლებისა და კეთილდღეობის, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, სოციალური წესრიგის, სამოქალაქო თანხმობის, პოლიტიკური ზნეობისა და პასუხისმგებლობის პრინციპების დამკვიდრებას

2.1.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას

2.1.3. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური ინსტიტუტების, თვითმმართველობის განმტკიცებას

2.1.4. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენას

2.2. დასახული მიზნების მისაღწევად პარტია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

2.2.1. ყოველდღიური საქმიანობით ზრუნავს მოქალაქეთა პოლიტიკური გააქტიურებისა და სახელმწიფოს მართვაში, მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;

2.2.2. ცდილობს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების მოპოვებას

2.2.3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოებში თავისი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობს სახელმწიფოს მართვაში და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში

2.3. პარტიის საქმიანობის პრინციპებია

2.3.1. პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა

2.3.2. დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა

2.3.3. არჩევითობა და ანგარიშვალდებულება

2.3.4. კონსტიტუციისადმი და კანონმდებლობისადმი მორჩილება

2.3.5. საჯაროობა

2.4. პარტია ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების (ამოცანების) განხორციელებას.

მუხლი 3. პარტიის წევრობა

3.1. პარტიის წევრი შეიძლება იყოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც აღიარებს პარტიის წესდებასა და საპროგრამო პრინციპებს და რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

3.2. პარტიის წევრობის მსურველ მოქალაქეს პარტიაში იღებს მხოლოდ პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფი: რეგიონული ან ადგილობრივი ორგანიზაციის ბიურო, ისინი დამოუკიდებლად წყვეტენ პირის პარტიაში მიღების საკითხს

3.3. პარტიაში ყოველი ახალი წევრის მიღების ფაქტი ორ კვირაში ეცნობება პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, რომელსაც ეგზავნება ოქმის ამონაწერი და წევრის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ერთი პირი.

3.4. პარტიის წევრად მისაღებად აუცილებელია წევრობის მსურველმა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება, რომელშიც მან უნდა დაადასტუროს, რომ იგი არ არის სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი და რომ არ არსებობს ამ პარტიაში გაწევრიანების შემზღუდველი სხვა გარემოება (რომ ის ეთანხმება პარტიის წესდების მოთხოვნებს და პარტიაში მისი გაწევრიანება არ დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს). განცხადება დადასტურებული უნდა იყოს პარტიის არანაკლებ 2 (ორი) წევრის სარეკომენდაციო ხელმოწერით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (განცხადების წარდგენისას მისი მიმღები პირის მიერ უნდა შემოწმდეს ასლის შესაბამისობა დედანთან). განცხადების მიმღები ორგანო ვალდებულია წევრად პირის მიღების საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადების რეგისტრაციიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში და დადგენილი წესით აცნობოს საკითხის განხილვის შედეგის თაობაზე განმცხადებელს

3.5. პარტიის წევრს უფლება აქვს.

3.5.1. წინამდებარე წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიოს და არჩეულ იქნას პარტიის არჩევით ორგანოსა და არჩევით თანამდებობაზე. წესდებით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობაში.

3.5.2. მიმართოს პარტიის ნებისმიერ ორგანოსა და თანამდებობის პირს წინადადებით, განცხადებით ან საჩივრით პარტიის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და პარტიული ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს ამომწურავი პასუხი.

3.5.3. გაეცნოს ინფორმაციას და მიიღოს დოკუმენტები პარტიის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და პარტიული ორგანოების საქმიანობის შესახებ.

3.5.4. მონაწილეობდეს იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც პირადად მის ინტერესებს შეეხება.

3.5.5. გავიდეს პარტიიდან, რის თაობაზეც მან წერილობით უნდა აცნობოს პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ან შესაბამის ბიუროს (რომლის კომპეტენციასაც შეადგენდა ამ წევრის პარტიაში მიღების საკითხის გადაწყვეტა).

3.5.6. გააპროტესტოს მიღებული დავალება ზემდგომ პარტიულ ორგანოში.

3.6. პარტიის წევრი ვალდებულია.

3.6.1. დაიცვას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა, პარტიის წესდება და პარტიის მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

3.6.2. შესაძლებლობების ფარგლებში მონაწილეობდეს პარტიის საქმიანობაში.

3.6.3. თავი შეიკავოს პარტიის პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო ქმედებებისგან.

3.6.4. გაუფრთხილდეს პარტიის სახელსა და ავტორიტეტს, თავისი ქმედებით არ დაუშვას მისი შელახვა, ხელი შეუწყოს მისი ავტორიტეტის ზრდას.

3.6.5. დაიცვას პარტიის ინტერესები.

3.6.6. იზრუნოს პარტიის შემადგენლობის ზრდასა და განმტკიცებაზე.

3.7. პარტიის წევრი, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში ან დანიშნულია სახელმწიფო თანამდებობაზე, ვალდებულია შეძლებისდაგვარად გაავრცელოს ინფორმაცია თავისი პარტიული კუთვნილებისა და სტატუსის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

3.8. პარტიის წევრს პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან ან შესაბამისი ბიუროს ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად ეკრძალება პარტიის სახელით მოქმედება.

3.9. წინამდებარე წესდებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მათი სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, პარტიის წევრს შეიძლება დაეკისროს შემდეგი სახის პასუხისმგებლობა:

3.9.1. გაფრთხილება.

3.9.2. პარტიიდან გარიცხვა.

3.10. პარტიულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს (მათ შორის მის ზომას განსაზღვრავს) მხოლოდ შესაბამისი პარტიული ორგანიზაციის ბიურო. პარტიის წევრს უფლება აქვს დაესწროს მისი საკითხის განხილვას და დაიცვას თავი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების მისთვის შეტყობინებიდან ორი კვირის ვადაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება ზემდგომ პარტიულ ორგანოში.

3.11. პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე პარტიის პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე (ან ამტკიცებს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას).

3.12. პარტია კისრულობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავისი წევრის მხოლოდ იმ მოქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ პარტიულ საქმიანობასთან.

მუხლი 4. ორგანიზაციული სტრუქტურა

4.1. პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფები (ტერიტორიული ერთეულები) – პარტიული ორგანიზაციები იქმნება ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და საარჩევნო ოლქებად დაყოფის პრინციპის გათვალისწინებით და არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

4.2. პარტიული ორგანიზაციებია.

4.2.1. პარტიის რეგიონული ორგანიზაცია. (ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპის გათვალისწინებით)  მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. თბილისის ორგანიზაციები.

4.2.2. პარტიის ადგილობრივი (საქალაქო, რაიონული) ორგანიზაცია, რომელიც იქმნება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების შესაბამისად.

4.3. ადგილობრივი (საქალაქო, რაიონული) ორგანიზაცია აერთიანებს სულ ცოტა 20 (ოც) წევრს.

4.4. პარტიის სტრუქტურული ერთეულების შიდა ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკური საბჭო და წინამდებარე წესდება.

4.5. რეგიონული, ასევე ადგილობრივი (საქალაქო, რაიონული) ორგანიზაციის დაფუძნების ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური საბჭო და ამტკიცებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებას (რომელშიც ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ასევე წარმოადგენს პოლიტიკური საბჭოს კომპეტენციას). გადაწყვეტილება რეგიონული ან ადგილობრივი (საქალაქო ან რაიონული) ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ ძალაში შედის პოლიტსაბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან.

4.6. პარტიის რეგიონული ან ადგილობრივი (საქალაქო ან რაიონული) ორგანიზაციის დაფუძნებისათვის საჭიროა საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით. დამფუძნებელ კრებას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს პოლიტიკური საბჭოს ერთი წარმომადგენელი მაინც.

4.7. პარტიის ადგილობრივი (საქალაქო ან რაიონული) ორგანიზაციების უმაღლესი ორგანოა წარმომადგენლობითი კრება (კონფერენცია), რომელიც 2 (ორი) წლის ვადით ირჩევს ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელ ორგანოს – ბიუროს 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით (რომელშიც შედის ორგანიზაციის თავმჯდომარე)

4.8. პარტიის რეგიონული ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა წარმომადგენლობითი კრება (კონფერენცია), რომელიც 2 (ორი) წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს, აღმასრულებელ ორგანოს – ბიუროს 11 (თერთმეტი) წევრის (მათ შორის ორგანიზაციის თავმჯდომარის) შემადგენლობით.

4.9. რეგიონული და ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეების კანდიდატურებს ასახელებს პოლიტიკური საბჭო.

4.10. პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე შედის ბიუროს შემადგენლობაში და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას. თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ორგანიზაციის საქმიანობას ბიუროს სხდომებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

4.11. ბიურო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ბიუროს მდივანს, რომელიც ასრულებს ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ გადაცემულ ცალკეულ უფლებამოსილებებსა და დავალებებს, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მისი დავალებით ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას;

4.12. რეგიონული და ადგილობრივი (საქალაქო, რაიონული) ორგანიზაციის თავმჯდომარე პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან.

4.13. პარტიის რეგიონული და ადგილობრივი ორგანიზაცია ვალდებულია საქმიანობა წარმართოს თავისი უფლებამოსილების, მოვალეობისა და პარტიის პოლიტიკური კურსის შესაბამისად. იგი ვალდებულია შეასრულოს ზემდგომი პარტიული ორგანოს ყოველი მართლზომიერი დავალება.

მუხლი 5. პარტიის ყრილობა

5.1. პარტიის ხელმძღვანელი (უმაღლესი წარმომადგენლობითი) ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა, რომელიც მოიწვევა სულ ცოტა 3 (სამი) წელიწადში ერთხელ.

5.2. პარტიის მორიგი ყრილობა იმართება ყოველ მესამე წელს. მას იწვევს და მისი გამართვის თარიღსა და დღის წესრიგს ადგენს პარტიის პოლიტსაბჭო. მორიგი ყრილობის მოწვევის გადაწყვეტილება და შესაბამისად მისი გამართვის თარიღი და დღის წესრიგი პარტიის წევრებს ეცნობებათ ყრილობის გამართვამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე, პერსონალურად ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ინფორმაციის გავრცელების გზით. ასეთი შეტყობინება უნდა გაიგზავნოს აგრეთვე პარტიის ორგანიზაციებში, რათა მათი მხრიდან მოხდეს პარტიის წევრთა შორის ყრილობის მოწვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

5.3. პარტიის რიგგარეშე ყრილობას იწვევს პოლიტიკური საბჭო.

5.3.1. საკუთარი ინიციატივით, როდესაც ამას მოითხოვს პარტიის ინტერესები.

5.3.2. პარტიის ორგანიზაციების საერთო რაოდენობის სულ ცოტა 1/5-ის მოთხოვნით.

5.3.3. პარტიის წევრთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა 1/5-ის მოთხოვნით.

5.4. რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესახებ გადაწვეტილება მიიღება შესაბამისი მოთხოვნიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ინიციატორებს. რიგგარეშე ყრილობა იმართება მისი მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) თვისა და არა უადრეს 40 (ორმოცი) დღისა წამოყენებულ მოთხოვნაში მითითებული დღის წესრიგით. ყრილობა უფლებამოსილია დღის წესრიგში შეიტანოს დამატებითი საკითხები. თუ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ამ პარაგრაფით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესახებ, მისი მოწვევის ინიციატორებს უფლება აქვთ მომდევნო 5 (ხუთი) დღეში თავად მიიღონ აღნიშნული გადაწყვეტილება და დანიშნონ ყრილობის გამართვის თარიღი. ინიციატორები ყრილობის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას აცნობებენ პოლიტსაბჭოს, რომელიც ვალდებულია 5 (ხუთი) დღის ვადაში დაადგინოს წარმომადგენლობის კვოტები და დელეგირების წესი, ხოლო ყრილობა უნდა გაიმართოს მოწვევის შესახებ გადაწვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) თვისა და არა უადრეს 40 (ორმოცი) დღისა.

5.4.1. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკურმა საბჭომ 1 (ერთი) კვირის ვადაში მიიღო რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება და აცნობა ინიციატორებს, თუმცა არ გამართა ყრილობა დათქმულ რიცხვში, რიგგარეშე ყრილობის მოწვევის ინიციატორები უფლებამოსილი ხდებიან თავად მოიწვიონ და გამართონ ყრილობა 2 (ორი) კვირის ვადაში.

5.5. მორიგი და რიგგარეშე ყრილობისთვის წარმომადგენლობის კვოტებსა და დელეგირების წესს ადგენს პოლიტსაბჭო. ყრილობაში მონაწილე დელეგატთა საერთო რაოდენობა არ შეიძლება იყოს 200-ზე ნაკლები.

5.6. ყრილობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება დელეგატთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა 2/3. ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ რეგისტრირებულ დელეგატთა არანაკლებ 1/3-ით, თუ ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, თუ ყრილობა არ იქნება გადაწყვეტილებაუნარიანი (დელეგატთა საჭირო რაოდენობის გამოუცხადებლობის გამო), მისი მოწვევის ინიციატორი ორგანო იწვევს განმეორებით ყრილობას (რომელიც უნდა გაიმართოს არაუგვიანეს ერთი თვისა არშემდგარი ყრილობის თარიღიდან), რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება ყრილობაზე დელეგატთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ერთი მესამედის გამოცხადების შემთხვევაში (რა დროსაც გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ხმათა რაოდენობა კვლავ ძალაშია)

5.7. ყრილობის სხდომებს თავმჯდომარეობს პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით მისი ერთერთი წევრი.

5.8. ყრილობა.

5.8.1. ისმენს და აფასებს მის მიერ არჩეული პირების, ორგანოებისა და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ანგარიშს.

5.8.2. ირჩევს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს და ასევე სარევიზიო კომისიის წევრებს სამი წლის ვადით.

5.8.3. უფლებამოსილია, პოლიტიკური საბჭოს წარდგინებით, დელეგატთა სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გადააყენოს პარტიის პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები.

5.8.4. იღებს პარტიის წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, იღებს გადაწყვეტილებას პარტიის საქმიანობის შეწყვეტის (რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის) შესახებ.

5.8.5. ამტკიცებს პარტიის სტრატეგიასა და საპროგრამო დოკუმენტებს.

5.8.6. ირჩევს და ამტკიცებს პარტიისაგან წარსადგენ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს.

5.8.7. უფლებამოსილია, მოითხოვოს პარტიული ორგანიზაციის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩეული ან სახელმწიფო აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობაზე დანიშნული/არჩეული პარტიის წევრის ანგარიში და შეაფასოს იგი.

5.8.8. უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონითა და ამ წესდებით მიეკუთვნება პარტიის გამგებლობას; ასევე გადაწყვიტოს პარტიის ნებისმიერი ორგანოს გამგებლობაში მყოფი საკითხი ან გააუქმოს მისი გადაწყვეტილება.

5.9. ყრილობის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის, დადგენილების, მიმართვის, განცხადების და სხვა ნებადართული ფორმით.

5.10. ყრილობის გადაწყვეტილება სავალდებულოა პარტიის ყველა ორგანიზაციის, ორგანოს, თანამდებობის პირისა და წევრისათვის.

5.11. ყრილობის გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ყრილობის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 6. პოლიტიკური საბჭო

6.1. პარტიის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა პოლიტიკური საბჭო (შემოკლებით “პოლიტსაბჭო”), რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას ყრილობებს შორის პერიოდში. წინამდებარე წესდების შესაბამისად პოლიტსაბჭო პასუხისმგებელია პარტიის წარმატებულ და შედეგიან საქმიანობაზე და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

6.2. პოლიტიკური საბჭოს წევრთა რაოდენობას პოლიტსაბჭოს წინადადებით განსაზღვრავს ყრილობა.

6.3. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პარტიის ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, პარტიის სხვა წევრები.

6.4. პოლიტიკური საბჭოს წევრებს 3 (სამი) წლის ვადით ირჩევს ყრილობა. ამასთანავე მისი უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევამდე. პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალი პოლიტსაბჭოს არჩევისთანავე.

6.5. პოლიტიკური საბჭოს წევრების კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ.

6.5.1. პოლიტიკურ საბჭოს.

6.5.2. ყრილობის დელეგატთა სრული რაოდენობის სულ ცოტა 1/10-ს. მხარდაჭერა დასტურდება ხელმოწერით. ყრილობის დელეგატს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.

6.6. პარტიის გენერალურ და პოლიტიკურ მდივნებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დარგობრივ მდივნებს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პოლიტიკური საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით.

6.7. ამ მუხლის მე-7 პარაგრაფში აღნიშნულ პოლიტსაბჭოს წევრს (წევრებს) უფლება აქვს გადადგეს პოლიტსაბჭოს წევრობიდან.

6.8. პოლიტსაბჭოს წევრები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ პარტიის პოლიტიკური კურსის შესაბამისად.

6.9. პოლიტიკური საბჭოს წევრები ანგარიშვალდებულნი არიან პარტიის ყრილობის და პოლიტიკური საბჭოს წინაშე.

6.10. პოლიტიკური საბჭო

6.10.1. ყრილობებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს პარტიის საქმიანობას; შეიმუშავებს პარტიის სტრატეგიას; განსაზღვრავს მიმდინარე პერიოდის ამოცანებს.

6.10.2. აღასრულებს ყრილობის გადაწყვეტილებებს.

6.10.3. ამტკიცებს პარტიისა და მისი ორგანოების სამოქმედო გეგმებს.

6.10.4. ანიჭებს მის ერთ-ერთ წევრს ზოგად წამომადგენლობაზე უფლებამოსილებას წარმოადგინოს პარტია მესამე პირებთან ურთიერთობაში, ხელი მოაწეროს პოლიტსაბჭოს დადგენილებას, გამოსცეს აქტები, ბრძანება და განკარგულება, პარტიის სახელით გააკეთოს პოლიტიკური განცხადება ან მიმართვა.

6.10.5. პოლიტსაბჭო ამ მუხლის მე-6 პარაგრაფით განსაზღვრულ პირებს ანიჭებს პარტიის სპეციალურ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მათი საქმიანობის სფეროების მიხედვით.

6.10.6. განსაზღვრავს თავისი საქმიანობის წესს.

6.10.7. წყვეტს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და საარჩევნო ბლოკში პარტიის გაერთიანების საკითხებს.

6.10.8. იღებს გადაწყვეტილებას პარტიის რეგიონული და ადგილობრივი ორგანიზაციის დაფუძნებისა და გაუქმების თაობაზე. ამტკიცებს მათ დებულებას.

6.10.9. უფლებამოსილია მოითხოვოს პარტიის წევრების, ორგანიზაციებისა და ორგანოების ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და შეფასება მისცეს მათ საქმიანობას.

6.10.10. უფლებამოსილია გამართოს საერთო პარტიული ან რეგიონული თემატური კონფერენციები, პოლიტსაბჭოს გასვლითი სხდომები, მოიწვიოს რეგიონული ან ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების მართვის ორგანოთა სხდომები, აგრეთვე მათი კონფერენციები.

6.10.11. ქმნის საჭიროების შემთხვევაში მრჩეველთა საბჭოს, შესაბამის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს პარტიის წინაშე მდგარი საკითხების გადასაწყვეტად, ადგენს მათი საქმიანობის წესს.

6.10.12. განსაზღვრავს საწევროს ოდენობას, მისი გადახდის პერიოდულობასა და წესს.

6.10.13. იღებს დადგენილებებს.

6.10.14. ასრულებს წინამდებარე წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6.11. პოლიტიკური საბჭოს სხდომები, როგორც წესი იმართება თვეში ერთხელ მაინც, ხოლო რიგგარეშედ პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი წევრის მოთხოვნით; სხდომათა კონკრეტულ განრიგს ადგენს პოლიტსაბჭო.

6.12. პოლიტიკური საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით მისი ერთ-ერთი წევრი.

6.13. პოლიტიკური საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ სხდომას ესწრება მისი სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

მუხლი 7. პარტიის სარევიზიო კომისია

7.1. პარტიის სარევიზიო კომისიას 3 (სამი) წლის ვადით 3 (სამი) წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა.

7.2. პარტიის სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ კომისიის წევრები.

7.3. სარევიზიო კომისიის შექმნის წესი, მისი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინამდებარე წესდებითა და კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პოლიტიკური საბჭო.

7.4. პარტიის სარევიზიო კომისია აკონტროლებს პარტიის წევრების, პარტიული ორგანიზაციების და ორგანოების მიერ პარტიის წესდების დაცვას და პარტიის საფინანსო საქმიანობას, უშუალოდ ან მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით ატარებს პარტიის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზიას, იხილავს პარტიის წევრთა საჩივრებს. კომისია თავის დასკვნებს წარუდგენს ყრილობას და პოლიტსაბჭოს.

7.5. პარტიის სარევიზიო კომისია შემოწმების შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს და შესაბამის პარტიულ ორგანოს წარუდგენს წინადადებებს პარტიის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებისა და საკადრო ცვლილებების შესახებ.

7.6. პარტიის სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის წევრთა აბსოლიტური უმრავლესობა.

7.7. პარტიის სარევიზიო კომისია ვალდებულია თავისი დასკვნა გააცნოს პოლიტსაბჭოს და იმ ორგანოს ან წევრს, რომელსაც იგი ეხება.

7.8. პარტიის სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პარტიის სხვა ხელმძღვანელი ორგანოს წევრი, გარდა ყრილობის დელეგატისა.

7.9. პარტიის სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მხოლოდ პარტიის ყრილობის წინაშე. ყოველი მორიგი ყრილობის დღის წესრიგში აუცილებელი საკითხი უნდა იყოს სარევიზიო კომისიის ანგარიში.

7.10. პარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია დაესწროს პარტიის ნებისმიერი ორგანოს სხდომას და გამოთქვას მოსაზრებები ამ მუხლის მე-3 პარაგრაფით განსაზღვრული საკითხების თაობაზე.

7.11. პარტიის სარევიზიო კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან დაესწრონ ყრილობას, ადგილობრივი (საქალაქო, რაიონული) პარტიული ორგანიზაციებისა და მათი ორგანოების სხდომებს და გამოთქვან მოსაზრებები ამ მუხლის მე-3 პარაგრაფით განსაზღვრული საკითხების თაობაზე.

მუხლი 8. პარტიის ქონება

8.1. პარტიის ქონების ფორმირების წყაროებია.

8.1.1. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულობანი.

8.1.2. საწევრო შენატანები (რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს პოლიტსაბჭო)

8.1.3. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობით (მათ შორის პარტიის სიმბოლიკის გავრცელებით, პარტიის მიერ ლექციების, სემინარების და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, პარტიის მიზნების შესაბამისი საგამომცემლო და სხვა სახის საქმიანობით, რაც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს და არ აღემატება მინიმალური საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას) მიღებული შემოსავალი.

8.1.4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები.

8.1.5. საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულობები.

8.2. პარტიის საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს უძრავ-მოძრავი ქონება, მატერიალური და არამატერიალური აქტივები, გამომცემლობა, სტამბა, ბეჭდვითი და ელექტრონული გამოცემები, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომელიც საჭიროა წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად.

8.3. პარტიის სახსრებით იფარება მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია პარტიის საქმიანობასთან.

8.4. პარტიას უფლება არა აქვს ეწეოდეს სხვა დამხმარე სამეწარმეო საქმიანობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

8.5. პარტიის ქონების ფორმირება და მისი განკარგვა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

8.6. პარტიის ქონების განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მხოლოდ პარტიის მიზნებისთვის.

მუხლის 9. პარტიის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესი)

9.1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პარტიის საქმიანობის შეწყვეტა ხდება რეორგანიზაციის საფუველზე პარტიის გაყოფის სხვა პარტიებთან შერწყმის, პარტიასთან/პარტიებთან შეერთების შემთხვევებში.

9.2. გადაწყვეტილებას პარტიის რეორგანიზაციის შესახებ იღებს მხოლოდ პარტიის ყრილობა, იგი უფლებამოსილია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება დელეგატთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 2/3-ისა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა 2/3-ზე მეტი.

9.3. პარტია უფლებამოსილია მოახდინოს თვითლიკვიდაცია ამ წესდებით დადგენილი საფუძვლით (ყრილობის გადაწყვეტილებით). თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პარტიის ყრილობა. გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ მუხლის მე-2 პარაგრაფში აღწერილი წესით.

9.4. პარტიის საქმიანობის შეწყვეტა იწვევს მისი ყველა ორგანიზაციისა და ორგანოს საქმიანობის შეწყვეტას.

9.5. სხვა პარტიასთან შერწყმის შემთხვევაში პარტიის ქონება გადაეცემა შესაბამის პარტიას. სხვა პარტიასთან/პარტიებთან შეერთების შემთხვევაში პარტიის ქონება შეუერთდება ამ პარტიის/პარტიების ქონებას. პარტიის გაყოფის შემთხვევაში ქონების განაწილების საკითხსა და წესს განსაზღვრავს პარტიის ყრილობა.

9.6. პარტიის თვითლიკვიდაციის შემთხვევაში ყრილობა ქმნის სალიკვიდაციო კომისიას, რომელიც ახორციელებს სალიკვიდაციო პროცესს. დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.

მუხლი 10. წესდების შეცვლა

10.1. მხოლოდ პარტიის ყრილობაა უფლებამოსილი მიიღოს პარტიის წესდება და შეიტანოს მასში ცვლილებები და დამატებები.

10.2. პარტიის წესდება, აგრეთვე მასში შესატანი ცვლილებები და დამატებები მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ყრილობის დამსწრე დელეგატთა უმრავლესობით, მაგრამ რეგისტრირებულ დელეგატთა არანაკლებ 1/3-ისა.

10.3. პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის მხოლოდ კანონით დადგენილი წესით მათი რეგისტრაციის შემდეგ.

მუხლი 11. პარტიის ემბლემა

11.1. პარტიის ემბლემა არის ლურჯ ფონზე შესრულებული ოქროსფერი წრე, მასში ჩახატული ამავე ფერის ბოლნური ჯვრის გამოსახულებით, წრის ქვევით წარწერით – “ეროვნული ფორუმი”

მუხლი 12. პარტიის სიმბოლიკა.

12.1. პარტიას აქვს ბეჭედი, შტამპი, ბლანკი და დროშა.

12.2. პარტიის ბეჭედი არის მრგვალი ფორმის, რომლის გარეთა წრეში მითითებულია პარტიის სახელწოდება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმი” ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო შიდა პატარა წრეში გამოსახულია პარტიის ემბლემა.

12.3. პარტიის დროშა არის ლურჯი ფერის მატერია, რომლის შუაში განთავსებულია პარტიის ემბლემა.

12.4. პარტიის შტამპის რეკვიზიტებია: პარტიის სახელწოდება, ნომერი და თარიღი.

12.5. პარტიის ბლანკის ფურცელზე, ზედა მხარეს გამოსახულია პარტიის ემბლემა და მის ქვემოთ პარტიის დასახელება (ორგანიზაციული ფორმის მითითებით), პარტიის რეგისტრაციის მონაცემები და მარეგისტრირებელი ორგანო პარტიის მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე
ანონსი
26 თებერვალს 20:15 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივზე” სტუმრად თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე ავთანდილ დავითაძე
20 თებერვალს 19:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” გადაცემაში “თავისუფალი ტრიბუნა” სტუმრად “ეროვნული ფორუმის” ახალი პოლიტიკური მდივანი სოსო ვახტანგაშვილი და “ახალგაზრდული ფორუმის” თავმჯდომარე გიორგი ბერიძიშვილი
7 ნოემბერს 19:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” გადაცემაში “თავისუფალი ტრიბუნა” სტუმრად იქნებიან სოსო ვახტანგაშვილი და ავთანდილ დავითაძე
17 ნოემბერს 20:00 საათზე
ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემაში “პრიორიტეტი” სტუმრად ანი მიროტაძე
17 ნოემბერს 14:30 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სტუმრად შორენა ბუხრაშვილი
15 ნოემბერს 22:30 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სტუმრად სოსო ვახტანგაშვილი
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
       
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
       
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
       
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
       
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
       
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
       
     12
10111213141516
31      
1234567
293031    
       
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
       
სიახლეები
1497701838434
კახა შარტავა: “გამოცდილი პოლიტიკოსები, ვდგებით ახალი თაობის სამსახურში”
sssss
კახა შარტავა: “წლების განმავლობაში ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ და მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი ყელში ამოვიდა”
18300923_1528658200502137_1423117415919499826_n
“ახალგაზრდული ფორუმი” პოლიტიკური თამაშების მეოთხედფინალშია
17888325_1506782056012441_511721147_n
ანი მიროტაძე: „ეროვნული ფორუმი“ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაჩენას
მთვლელი