მებრძოლი ქართული სული

Get Adobe Flash player

ჩვენ შესახებ

პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმი” 2006 წლის ნოემბერში დაარსდა. პირველი დამფუძნებელი კონფერენცია პარტიამ 2006 წლის 17 დეკემბერს გამართა. წესდების მიხედვით, პარტიის მმართველი ორგანო პოლიტიკური საბჭო, რომელიც 7 წევრისაგან შედგება.
“ეროვნული ფორუმის” პოლიტ საბჭოს წევრები არიან: კახაბერ შარტავა, რევაზ შავიშვილი, ანი მიროტაძე, მალხაზ ვახტანგაშვილი, გოჩა ჯაბიძე, ავთანდილ დავითაძე, ზურაბ ჩიკვაიძე.
2012 წლის გაზაფხულზე „ეროვნულმა ფორუმმა“, რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად დააფუძნა კოალიცია „ქართულ ოცნება“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბიძინა ივანიშვილი. კოალიციამ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება შეძლო.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შედეგად, რომლის წევრიც იყო „ეროვნული ფორუმი“, პარტიას საქართველოს პარლამენტში ჰქონდა ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“, რომელიც 6 წევრისაგან შედგებოდა.
2014 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ეროვნულ ფორუმს“ საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს ადგილობრივ საკრებულოებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“ეროვნული ფორუმის” რიგ გარეშე, მე-5 ყრილობის გადაწყვეტილებით, რომელიც 2016 წლის აპრილში ჩატარდა, პარტია 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო. აღსანიშნავია, რომ „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ პარტიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით დატოვა.
პარტიამ დაარსებიდან მოკლე პერიოდში შეძლო პარტიული სტრუქტურის აწყობა, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ქალაქ თბილისის პარტიის ცენტრალური ოფისი და აგრეთვე, ქალაქ ბათუმსა და გურჯაანში ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისები. მოქმედებს  17 საინიციატივო ჯგუფი, რომელთა ოფიციალურად დაფუძნება ახლო მომავალში  იგეგმება. ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების შეფასებით, დღეს “ეროვნული ფორუმი” როგორც ორგანიზაციულად, ისე პოლიტიკურად, ერთ-ერთი გავლენიანი პარტიაა საქართველოში. პარტიის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2007-2009 წლებში, როდესაც „ეროვნული ფორუმი“ აქტიურად მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთვის გაერთიანებულ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მრავალათასიან და პერმანენტულ საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ ბრძოლაში. 2008 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია გაერთიანებული იყო ბლოკში – “გაერთიანებული ოპოზიცია – ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები”. არჩევნების ოფიციალური მონაცემებით, ბლოკმა 14% მიიღო, თუმცა, გაყალბებული შედეგების გამო, ბლოკში შემავალი ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული იქნა ერთიანი გადაწყვეტილება და “ეროვნულმა ფორუმმა”, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საპარლამენტო მანდატზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა.
პ/გ “ეროვნული ფორუმი” არის კვალიფიციური პარტია, რომელიც, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე, შემოწირულობებით.
ყველა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე პარტიას შემუშავებული აქვს დეტალური პროგრამა შესაბამისი კანონპროექტებით.

შემოგვიერთდით Facebook-ზე
ანონსი
26 თებერვალს 20:15 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივზე” სტუმრად თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე ავთანდილ დავითაძე
20 თებერვალს 19:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” გადაცემაში “თავისუფალი ტრიბუნა” სტუმრად “ეროვნული ფორუმის” ახალი პოლიტიკური მდივანი სოსო ვახტანგაშვილი და “ახალგაზრდული ფორუმის” თავმჯდომარე გიორგი ბერიძიშვილი
7 ნოემბერს 19:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” გადაცემაში “თავისუფალი ტრიბუნა” სტუმრად იქნებიან სოსო ვახტანგაშვილი და ავთანდილ დავითაძე
17 ნოემბერს 20:00 საათზე
ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემაში “პრიორიტეტი” სტუმრად ანი მიროტაძე
17 ნოემბერს 14:30 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სტუმრად შორენა ბუხრაშვილი
15 ნოემბერს 22:30 საათზე
ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სტუმრად სოსო ვახტანგაშვილი
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
       
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
       
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
       
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
       
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
       
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
       
     12
10111213141516
31      
1234567
293031    
       
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
       
სიახლეები
1497701838434
კახა შარტავა: “გამოცდილი პოლიტიკოსები, ვდგებით ახალი თაობის სამსახურში”
sssss
კახა შარტავა: “წლების განმავლობაში ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ და მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი ყელში ამოვიდა”
18300923_1528658200502137_1423117415919499826_n
“ახალგაზრდული ფორუმი” პოლიტიკური თამაშების მეოთხედფინალშია
17888325_1506782056012441_511721147_n
ანი მიროტაძე: „ეროვნული ფორუმი“ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაჩენას
მთვლელი