ახალი ქართული ფორუმი forumi.ge შეიქმნა თავისუფალი აზრის განვითარებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად.
რამოდენიმე საკითხი რაც უნდა იცოდეთ ახალი ფორუმის შესახებ:
ზოგადი მიმოხილვა
- ფორუმი შექმნილია თავისუფალი და სამართლიანი მსჯელობისათვის, აზრებისა და ცოდნის გაცვლისთვის, ასევე საზოგადოებრივი შეგნებისა და სამოქალაქო აზრის განვითარებისათვის. ნებისმიერი ტიპის პოსტინგი, მსჯელობა, კამათი ან რაიმე საქმიანობა მისაღებია გარდა უზრდელობისა, უხამსობისა, დემაგოგიისა, დეზინფორმაციისა, პროპაგანდისა და უარგუმენტო მსჯელობისა. ფორუმი მიესალმება ნებისმიერს, ვინც რაიმე სახით პოზიტიურად იაქტიურებს ფორუმზე, ნეგატიურ ქმედებებზე კი შესაბამისი რეაგირება იქნება. ქართული ფორუმი აღიარებს მორალურ და ზნეობრივ წესებს, ასევე იურიდიულ ნორმატივებს, ეროვნულ ფასეულობებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, სხვა ვალდებულებები ფორუმს არავის და არაფრის წინაშე არ გააჩნია.
ძირითადი წესები:
1. პოსტინგის წესები
1.1 - პოსტი უნდა ეხებოდეს თემის შინაარსს.
1.2 - პოსტი უნდა იყოს სასარგებლო და აზრიანი.
1.3 - თემის გახსნა უნდა მოხდეს განყოფილების შესაბამისად.
1.4 - დაცული უნდა იყოს მართლწერისა და გრამატიკის წესები.
1.5 - ნებისმიერი ტექსტი უნდა იყოს შინაარსობლივად გამართული და ლოგიკური.
1.6 - ნებისმიერი ტექსტი უნდა აკმაყოფილებდეს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.
2. ქცევის წესები
2.1 - დემაგოგია, პროპაგანდა და იარლიყების მიწებება აკრძალულია.
2.2 - ლანძღვა და კრიტიკა არ უნდა გადავიდეს შეურაცხყოფაში.
2.3 - აკრძალულია ნებისმიერი პირის შეურაცხყოფა, თუ ის არ არის კრიმინალი.
2.4 - ბილწსიტყვაობა და უხამსობა ნებისმიერ შემთხვევაში ისჯება.
2.5 - ზრდილობის ნორმების დარღვევისას დასაშვებია მოპასუხისგან ადეკვატური პასუხები.
2.6 - დასჯადია არაადეკვატური და უსამართლო ქცევები.
2.7 - კონფლიქტის დროს ისჯება დამნაშავე, და არა ადეკვატური მოპასუხე.
3. კამათის წესები
3.1 - კამათისას სავალდებულოა ზრდილობიანი ურთიერთობა.
3.2 - ნებისმიერი მტკიცებას თან უნდა ახლდეს არგუმენტები.
3.3 - დასაბუთების მოთხოვნისას მოპასუხე ვალდებულია არგუმენტებით დაასაბუთოს თავისი მტკიცება.
3.4 - მოდერებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვონ დასაბუთება და მიიღონ შესაბამისი ზომები.
3.5 - კამათისას დაუშვებელია დემაგოგია, სიტყვის ბანზე აგდება, თემიდან გადახვევა, პირადულზე გადასვლა და სხვა არასწორი ქმედებები.
4. სასჯელი წესების დარღვევისას
4.1 - წესების დარღვევისას ადეკვატურ სასჯელს განსაზღვრავენ მოდერატორები.
4.2 - წესების უხეში ან რამოდენიმე დარღვევისას იუზერი ფორუმიდან წაიშლება.
4.3 - დარღვევაზე რეაგირება ხდება გარკვეული დროის შემდეგ, როცა მას მოდერატორი აღმოაჩენს.
4.4 - ფორუმის წევრი შესაძლოა შეიზღუდოს პოსტვაში, მიეცეს გაფრთხილება ან დაისაჯოს, თუ მოდერატორები მის რაიმე ქმედებას ფორუმისთვის ნეგატიურად ჩათვლიან.
4.5 - გაითვალისწინეთ! დარღვევის შეფასება ხდება რეალური შინაარსობრივი კონტექსტით და არა ფორმალურად.
5. უსაფრთხოების წესები
5.1 - ფორუმზე განთავსებულ ნებისმიერი სახის მასალაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი.
5.2 - ფორუმის წევრების კონფიდენციალობა დაცულია მაქსიმალურად შესაძლებელ დონეზე.
5.3 - ფორუმის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მკაცრად კანონმდებლობის შესაბამისობაში.
6. რა უნდა გაითვალისწინოთ
6.1 - ყოველთვის შეეცადეთ იყოთ პოზიტიური.
6.2 - ნებისმიერ ვითარებაში შეინარჩუნეთ ადეკვატურობა.
6.3 - შეეცადეთ წაკითხულიდან სწორი აზრი გამოიტანოთ.
6.4 - უსაფუძვლოდ ნურავის დაადანაშაულებთ.
6.5 - ყოველთვის იკამათეთ მხოლოდ ლოგიკურად და არგუმენტებით.
6.6 - ნაადრევი დასკვნების გამოტანამდე კარგად დაფიქრდით.
6.7 - ნებისმიერი პოსტი დაწერეთ კარგად გააზრებულად, რათა შეძლოთ არგუმენტებით დადასტურება.
6.8 - გახსოვდეთ! ფორუმი შექმნილია სასარგებლო და პოზიტიური საქმიანობისთვის, ამიტომ ნუ შეეცდებით ნეგატიური და ბოროტი ქმედებებისთვის გამოიყენოთ ფორუმი, ამის საშუალება არ გექნებათ.
- წესები ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს წესების განხილვაში და გაუმჯობესებაში.
შემოგვიერთდით ახალ ქართულ, ნამდვილად ეროვნულ და თავისუფალი სიტყვის ფორუმზე!!!