Notifications
ყველაფრის წაშლა
ძალიან ცუდი დღეები აქვს უკრაინას, არა მარტო იმიტომ რომ ომში არიან, არამედ იმიტომ, რომ არავინ ფიქრობს ეს ომი სამართლიანად დასრულდეს. რატომღაც ყველას საკუთარი ჯიბე ადარდებს და ფარისევლურად თუ უჭერენ მხარს უკრაინას, რეალობაში აშკარად ფეხებზე კიდიათ მისი ბედი და მხოლოდ თავიანთ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. რანაირად შეიძლება რომ ამ საუკუნეში არ მოთხოვონ აგრესორს ტერიტერიების დაბრუნება? წარმოუდგენელია, მაგრამ რეალობაა, უკრაინას მხოლოდ იმდენი იარაღი მისცა დასავლეთმა, რამდენიც საკმარისი იყო რუსეთის შესაჩერებლად და არა დასამარცხებლად. ამერიკა კი საერთოდაც ფულის დაბრუნებას მოითხოვს წიაღისეულის სახით! ანუ ფაქტიურად სხვისი უბედურებიდან დიდ მოგებას ელიან!
როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, იმედია რუსეთს დიდხანს ექნება სანქციები დადებული და ჩარჩება ქვის ხანაში.
This topic was modified 2 months ago by ადმინი
თემის ავტორი დაპოსტილია : 18/02/2025 11:32 am