იმხელა ამბები მოყვა იმ "რუსულ კანონს", რომ კინაღამ გადატრიალებაზეც წავიდნენ. არადა რა იყო ისეთი განსაკუთრებული იმ კანონში? არც არაფერი, უბრალოდ ყველაფერი უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე.
ახლა ღებულობენ ამერიკულ კანონს, ანუ ამერიკულის პირდაპირ კოპიას, სადაც გამჭვირვალეობის მოთხოვნაც არის, ჯარიმებიც, აგენტის და უცხო ქვეყნის გავლენის ტერმინებიც და კიდევ ბევრი სადამსჯელო მექანიზმიც. მაგრამ რატომღაც ხმას აღარავინ იღებს ამაზე! რატომ?
გამოდის, რომ რუსული კანონი, რომელიც რეალურად არაფერი არ იყო, იყო მიუღებელი, მაგრამ ამერიკული, რომელიც საკმაოდ რეპრესიულია, არის მისაღები? რაღაც აბსურდს არ გავს?
ამ თემაზე სხვაგან ვერსად იმსჯელებთ, რადგან რეალურად არ არსებობს ობიექტური ქართული ფორუმი, ამიტომ აქ ვცადოთ ამ საკითხის გაშლა და ვუპასუხოთ კითხვებს:
1. რანაირად იყო რუსული კანონი რუსული?
2. რატომ იყო გამჭვირვალობა ცუდი ქვეყნისთვის?
3. რატომ არავინ იღებს ხმას ამერიკულ, პრაქტიკულად რეპრესიულ კანონზე?
აგერ ეს გოგო მსჯელობს თავისუფლად, მართალია თუ არა, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია რომ თავისუფლად და ლოგიკურად ცდილობს საკითხის გარკვევას. იმსჯელეთ თქვენც:
წაშლილი ლინკი