დღეს უკვე აშკარაა რომ მიმდინარეობს დიდი იდეოლოგიური დაპირისპირება ულტრალიბერალებსა და ულტრაკონსერვატორებს შორის. პირველი ჯგუფი ძირითადად დასავლეთშია გაბატონებული და მჭიდრო კავშირშია ლგბტ მაფიასთან, მეორე ჯგუფი კი უფრო აღმოსავლეთისკენ ბატონობს. თუ პირველის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ლგბტ პროპაგანდა, მორალის უარყოფა თავისუფლების ეგიდით, მოსაწევი და ნარკოტიკები, მეორე ჯგუფის ძირითადი ნიშნებია რელიგია, ტრადიციები, დოგმები და ა.შ.
ცხადია ეს ორივე ჯგუფი დიდი პრობლემაა რიგითი მოქალაქისათვის, რომელიც ზომიერებით გამოირჩევა და არაფერი ულტრა არ უნდა, მაგრამ როგორც ჩანს, სამყაროს განვითარებისათვის ასეთი რადიკალური ძალებიც არის საჭირო. დასავლეთში პირველად ამერიკელები დაუპირისპირდნენ ულტრალიბერალებს და ტრამპი მოიყვანეს პრეზიდენტად, ევროპაში კი ჯერ არ ჩანს ასეთი პერსპექტივა, ევროპა ალბათ დიდხანს იქნება ულტრა ლიბერალებისა და ლგბტ მაფიის გავლენის ქვეშ.
საქართველოს რაც შეეხება, აქ აშკარად ზომიერად კონსერვატიული საზოგადოებაა, ნაწილობრივ ლიბერალური ფასეულობებით, მაგრამ ძირითადად მაინც ზომიერი კონსერავატიზმი ჭარბობს, ცხადია ეს უკეთესია ვიდრე ევროპული ულტრალიბერალიზმი და ირანული ულტრაკონსერავტიზმი, მაგრამ რატომღაც მსოფლიოში ზომიერება არც ისე პოპულარულია.
როგორ ფიქრობთ, რა იქნება მომავალში, ვინ მოიგებს ამ ომს და დადგება თუ არა დრო, როცა ზომიერება გახდება საზოგადოებრივი იდეოლოგიის სტანდარტი?