საინტერესო სტარტაპის იდეა მაქვს და მაინტერესებს ხართ თუ არა ვინმე დაინტერესებული ასეთი საქმეებით.
გუგლი რამდენად სერიოზული ბიზნესია კარგად გეცოდინებათ და საძიებო საიტის გაკეთება მინდა, რომელშიც იქნება კომბინირებული გუგლი და ხელოვნური ინტელექტი ამის მსგავსი https://you.com/?chatMode=default
ანუ იქნება პერსონალური დინამიური საიტი მრავალი განყოფილებით, სადაც ეს განყოფილებები ავტომატურად შეივსება იმის მიხედვით რაც გვაინტერესებს. მაგალითად დღეს მოვძებნე ტანკები და ხვალ საიტზე დამხვდება ტანკების განყოფილება თავისი ფილტრებით და პარამეტრებით. საჭირო იქნება 2 მთავარი პრობლემის მოგვარება: ერთი ის რომ ანალიზი გავუკეთოთ მომხმარებლის ინტერესებს, და მეორე ის რომ ძიებაში ამ ინტერესების შესაბამისი პარამეტრები გავაგზავნოთ. ცხადია ძების შედეგები გუგლიდან და ხელოვნური ინტელექტიდან კომბინირებულად წამოვა. ამის მერე განყოფილებების შექმნა და შევსება უკვე ტექნიკური საკითხია და პრობლემას არ წარმოადგენს ბექენდ-პროგრამისტისთვის.
ეს პრობლემები თუ მოგვარდა, ინტერფეისის გაკეთება და ლოგიკა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მაგას უკვე მე მივხედავ, მთავარია ბექენდის მხარე გაკეთდეს ისე როგორც ჩაფიქრებული მაქვს. არის კიდევ ნიუანსები, მაგრამ ეგ მერე....
დღეს ძიების ეს 2 მეთოდი ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან და აშკარად ითხოვს კომბინირებას, ამიტომ ამ საკითხში პიონერობა სერიოზულ პერსპექტივას შეიცავს. აბა რას იტყვით?
Notifications
ყველაფრის წაშლა
This topic was modified 4 weeks ago by ადმინი
თემის ავტორი დაპოსტილია : 28/12/2024 12:01 am