სერვისები24

საბაკალავრო პროგრამა ,,კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი”
გაზიარება
საბაკალავრო პროგრამა ,,კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი”
instock

ID:

15010

0.00

მობილური:
თარიღი:
დაწყება:
00:00 - 00:00
მისამართი:
SKU:
კატეგორია:
logo24.png
კურსორი - პროგრამირების სასწავლო ცენტრი - forumi.ge
🚀 საბაკალავრო პროგრამა ,,კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი” – ხშირად დასმული კითხვები
❓ცნობარში არის პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი რომელსაც აწერია – მიმდინარეობს წარმოება. რატომ ვერ ვირჩევ ამ პროგრამას?
🔵 ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს წარმოება. ამ პროცესის დასრულებისთანავე გადაწყვეტილება აისახება ცნობარში და შეძლებთ მის არჩევას.
❓როდის დასრულდება აკრედიტაციის პროცესი?
🔵 აკრედიტაციის პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე დასრულდება
❓რატომ არის აბიტურიენტთა ცნობარში მითითებული რომ კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის პროგრამა არ ფინანსდება?
🔵 მას შემდეგ, რაც პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას, შეიცვლება აღნიშნული ჩანაწერი და პროგრამის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ სახეLმწიფო გრანტი. პროგრამის ფასია: 2950 ლარი.
❓რომელი საგნებით შემიძლია ჩავაბარო კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე?
🔸 ქართული ენა და ლიტერატურა;
🔸 ინგლისური ენა;
🔸 მათემატიკა ან ფიზიკა.
❓ რა შესაძლებლობები ექნებათ კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის სტუდენტებს?
🔵პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტებს ერთდროულად ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ისინი სრული დაფინანსებით გერმანულ უნივერსიტეტში გამგზავრებიან, სადაც ბოლო 2-3 სემესტრს გაატარებენ და BTU-ს დიპლომის პარალელურად, მეორე, საერთაშორისო დიპლომს მოიპოვებენ.
BTU-ს Microsoft Lab, მსურველ სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის ცალკეული მოდულების მიმართულებით, Microsoft-ის საერთაშორისო სერტიფიცირებას გაატარებს.
❓ რის მიხედვით და როგორ შეირჩევა სტუდენტები, ვისაც ბაკალავრის ორი დიპლომის აღება უნდა?
🔵შერჩევის კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება: 0-10 ქულა
ზეპირი პრეზენტაცია/გერმანული ენ: 0-10 ქულა
მოტივაცია: 0-10 ქულა
❓ რა სახის გაცვლითი პროგრამებია ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ხელმისაწვდომი (გერმანია)?
🔵ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მოიცავს, როგორც სემესტრულ გაცვლით პროგრამებს, ასევე დამამთავრებელი 2 ან 3 სემესტრის გერმანიაში გატარებას და შედეგად ბაკალავრის 2 დიპლომის მიღებას. მაღალრეიტინგული სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსება გერმანულ უნივერსიტეტში შესაძლებელია DAAD-ის სტიპენდიების ფარგლებში.
❓ რას ვისწავლი თუ ჩავაბარებ „კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი“-ს საბაკალავრო პროგრამაზე?
🔵პროგრამის ფარგლებში ისწავლება საგნები, მათ შორის:
· პროგრამირება (Python);
· მანქანური სწავლება (ღრმა დასწავლა);
· მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები;
· ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP)
· ხელოვნური ინტელექტი, ეთიკა და სამართალი;
· მონაცემთა მეცნიერება;
· Big Data ანალიტიკა;
. რობოტიკის საწყისები და სხვა.
❓ რა განსხვავებაა BTU-ს “კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი”-ს საბაკალავრო პროგრამასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს შორის?
🔵ხელოვნური ინტელექტის პროგრამაში დამატებულია სრულიად ახალი კურსები. ეს განსაკუთრებით ეხება კომპიუტერული მეცნიერების თეორიულ ასპექტებს, მის მათემატიკურ საფუძვლებს, რაც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის შესასწავლად. აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტის კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამაში წარმოდგენილია ზოგადი ფორმით და არის არჩევითი. კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის პროგრამაში წარმოდგენილია როგორც ზოგადი, ისე კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კურსები, რაც უფრო საფუძვლიანი განათლების მიღების საშუალებას იძლევა ამ მიმართულებით. მეორეს მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამაში არსებული სავალდებულო კურსების უმეტესობა კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის პროგრამაში წარმოდგენილია არჩევითი კურსების სახით.
განსხვავებულია აგრეთვე მისანიჭებელი კვალიფიკაცია. კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის კვალიფიკაციაა “კომპიუტერულ მეცნიერებათა ბაკალავრი”, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის კი “ინფორმატიკის ბაკალავრი”

  განმარტებები 

  •  შეუკვეთეთ პროდუქტი, ან უბრალოდ მიწერეთ წერილი პოსტის ავტორს.
  •  შეკვეთის შესრულებაზე პასუხს აგებს პოსტის ავტორი.
  •  საიტი არ ერევა შემკვეთისა და პროდუქტის ავტორის ურთიერთობაში

შემკვეთის ვინაობა *
საკონტაქტო მობილური *
ფეისბუქის ლინკი ან მეილი
მესიჯი
{{ reviewsTotal }}{{ options.labels.singularReviewCountLabel }}
{{ reviewsTotal }}{{ options.labels.pluralReviewCountLabel }}
{{ options.labels.newReviewButton }}
{{ userData.canReview.message }}