სერვისები24

საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამა
გაზიარება
საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამა
instock

ID:

14194

მობილური:
თარიღი:
დაწყება:
00:00 - 00:00
მისამართი:
SKU:
კატეგორია:
logo24.png
კურსორი - პროგრამირების სასწავლო ცენტრი - forumi.ge
საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამა იწყება 16 მარტს!
🔗გაიარე საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამა და მიიღე საჭირო ცოდნა ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ქართული და უცხოური მევენახეობის | მეღვინეობის ღვინის კანონმდებლობის, HoReCa სექტორის, ენოგასტრონომიული შეხამებების, ღვინის ბიზნესის, ღვინის მარკეტინგის და სხვა მნიშვნელოვანი, ღვინოსთან დაკავშირებული სფეროების შესახებ.
✔️წარმატებით ჩააბარე გამოცდა და მიიღე საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის – International Sommelier Association | ASI მიერ გაცემული საერთაშორისო სომელიეს სერტიფიკატი, რომელიც 68 ქვეყანაშია აღიარებული!
✔️სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა დაგეხმარება:
▫️სომელიეს, მომავალ სომელიეს ან ღვინის კონსულტანტს – ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლებაში ან განვითარებაში; ღვინის, ენოგასტრონომიული ტურიზმისა და HoReCa სექტორში დასაქმებაში;
▫️მევენახეს | მეღვინეს | მემარნეს – ღვინის ბიზნესის წარმატებით დაწყებაში, შემდგომ მართვაში ან არსებულის განვითარებაში; მეღვინეობებში დასაქმებაში;
▫️ღვინის ან მასპინძლობის სფეროში დამწყებებს – ღვინის, ენოგასტრონომიული ტურიზმის და HoReCa სექტორში დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში.
👉ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან:
• საქართველოს საუკეთესო რესტორნებში;
• მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის რეგიონებში;
• იკავებენ წამყვან პოზიციებს ღვინის კომპანიებში;
• აქვთ საკუთარი მეღვინეობები;
• მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონკურსებში;
• მიწვეული არიან საერთაშორისო ღვინის გამოფენებზე;
• კონსულტაციებს უწევენ ქართულ და უცხოურ მეღვინეობებს, რესტორნებს.
✔️ სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მსურველებს საშუალება ექნებათ სტაჟირება გაიარონ პარიზის | ბორდოს | მილანის | ლონდონის საუკეთესო რესტორნებში.
✔️ ლექციებს და მასტერკლასებს ჩაატარებს 15-ზე მეტი დარგის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტი, მეღვინეები და ასევე მოწვეულები იქნებიან მსოფლიოს ცნობილი ფრანგი და იტალიელი სომელიეები;
✔️ საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიმართება 200-ზე მეტი ქართული და უცხოური ღვინის დეგუსტაცია. მსმენელები შეისწავლიან ღვინოების აღწერის საერთაშორისო სისტემას | WSET, რომელიც აღიარებული არის 75 ქვეყანაში.
✔️სასწავლო პროგრამა შედგენილია International Sommelier Association | ASI -ს გაიდლაინების მიხედვით, რომელიც შედგენილია მსოფლიოს წამყვანი სომელიეების მიერ და ნერგავს სომელიეს პროფესიის საერთაშორისო სტანდარტებს.
✔️ სასწავლო პროგრამა განკუთვნილია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ენთუზიასტებისთვის და მოყვარულებისთვის.
👉სტრუქტურა:
სასწავლო პროგრამა შედგება მოდულებისგან, თითოეულის დასრულების შემდეგ ჩატარდება შუალედური გამოცდა, ბოლოს კი ჩატარდება საქართველოს სომელიეთა ასოცოაციის და საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის – International Sommelier Association | ASI გამოცდები.
⏱️ხანგრძლივობა:
16.03.2024 – 11.07.2024.
• ლექციები ჩატარდება დასწრებულად კვირაში 3-ჯერ:
სამშაბათი | ხუთშაბათი 19.00 – 21.00,
შაბათი 11.00 – 14.00
52 შეხვედრა | 136 საათი.
• თითოეულ ლექციას აქვს შემდეგი განრიგი: თეორია | დეგუსტაცია | ღვინის აღწერა საერთაშორისო სისტემის მიხედვით.
• სასწავლო ენა – ქართული.
⚫ სწავლის და გამოცდის ღირებულება:
•⁠ ⁠4600 ლარი დღგ-ს ჩათვლით |თვეში – 1150 ლარი.
•⁠ ⁠ხეცურიანის სომელიეს სკოლის კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს სპეციალური ფასი.
• პროგრამის დაწყებამდე თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში მიიღებთ 10% ფასდაკლებას.
⚫ სასწავლო პროგრამის გავლის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაცია ფორმა 2024 წლის 12 მარტამდე შემდეგ ბმულზე👇🏼: https://forms.gle/u1ZbgLDpR35R41uMA
იმისათვის, რომ გაიაროთ საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამა სავალდებულოა მსმენელი იყოს სრულწლოვანი.
წარმატებებს გისურვებთ სომელიეს და ღვინის სამყაროში!

  განმარტებები 

  •  შეუკვეთეთ პროდუქტი, ან უბრალოდ მიწერეთ წერილი პოსტის ავტორს.
  •  შეკვეთის შესრულებაზე პასუხს აგებს პოსტის ავტორი.
  •  საიტი არ ერევა შემკვეთისა და პროდუქტის ავტორის ურთიერთობაში

შემკვეთის ვინაობა *
საკონტაქტო მობილური *
ფეისბუქის ლინკი ან მეილი
მესიჯი
{{ reviewsTotal }}{{ options.labels.singularReviewCountLabel }}
{{ reviewsTotal }}{{ options.labels.pluralReviewCountLabel }}
{{ options.labels.newReviewButton }}
{{ userData.canReview.message }}