კინოჩვენება 𝐆𝐈𝐔-ში! თუ სამართალი გაინტერესებს და სამართლის მიმართულებით აპირებ შენი მომავალი კარიერის დაგეგმვას, მაშინ ეს შეხვედრა შენთვის არის.
აბიტურიენტებისა და სამართლის სპეციალობით დაინტერესებული პირებისთვის 𝐆𝐈𝐔-ს სამართლის სკოლა და იურისტთა კლუბი 𝟓 აპრილს, 𝟏𝟔:𝟎𝟎 საათზე გთავაზობთ #კინოჩვენებას სასჯელის უმაღლეს ზომაზე – სიკვდილით დასჯა!
დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის!
როგორ უყურებს ამ საკითხს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?
წარსული და რეალობა.
კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია/დებატები და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და გამოთქვან პირადი აზრი სასჯელის ამ უმაღლეს ზომაზე.