![✔](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
მსოფლიოს მასშტაბით უძრავი ქონების სფეროში მუშაობა პრესტიჟულად ითვლება, თუმცა ამ სექტორში მოხვედრა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კურსები, სერტიფიცირება, ლიცენზია, სამუშაო გამოცდილება — მხოლოდ ამ ეტაპების გადალახვის შემდგომაა შესაძლებელი სრულფასოვნად დასაქმდე უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტად.
![✔](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
ამ პროცესში ქართულ ასოციაციას (GNARE) მხარს უჭერს ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია (CEPI), რომელიც კურსდამთავრებულებს ევროპულ ატესტირებას გადასცემს.
MG Group-ის წევრებმა წარმატებით გაიარეს 5 კვირიანი ატესტირების კურსი, რომელიც მოიცავდა:
➤ უძრავი ქონების აგენტის ეთიკის კოდექსი;
➤ უძრავი ქონების ტიპები და მათი მახასიათებლები;
➤ უძრავი ქონების აგენტის ნიშა;
➤ უძრავი ქონების აგენტის მომსახურების მარკეტინგი;
➤ ექსკლუზიური ხელშეკრულებები და მათი სწორი პრეზენტაცია;
➤ იურიდიული საკითხები უძრავ ქონებაში;
➤ საგადასახადო საკითხები უძრავ ქონებაში;
➤ ტრანზაქციის პროცესი უძრავ ქონებაში;
➤ უძრავი ქონების აგენტის ბიზნესის მენეჯმენტი;
➤ უძრავი ქონების შეფასება;
➤ უძრავი ქონების საბანკო საკითხები.
![✉](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tbe/1.5/16/2709.png)
ატესტაციის პროცესი არის ლიცენზირების წინაპირობა, აღნიშნული მოვლენა ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სფეროს განვითარებასა და პროფესიონალიზმის ზრდას.