ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაციასთან (Teachers Lab), საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან, TBC – თიბისისა და Techdro-სთან პარტნიორობით, აცხადებს მასწავლებლების მიღებას ტრენინგ კურსზე, “ხელოვნური ინტელექტი სკოლაში”.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 30 მასწავლებელი.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ და მოიცავს 12 სესიას.
კურსი დასრულდება კონფერენციით, ალტე უნივერსიტეტში.