Services 24

Python პროგრამირება
Python პროგრამირება
instock

ID:

14240

mobile:
595-51-13-55
Date:
start:
00:00 - 00:00
Address:
SKU:
category:
logo24.png
Cursor - programming training center - forumi.ge
✅⚡ Python მარტივი, მოქნილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა, რომელიც გამოიყენება პროგრამირების პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში: თამაშებში, Web აპლიკაციების შექმნაში, მონაცემთა ანალიზისთვის, სისტემური ადმინისტრირების ავტომატიზაციისთვის, მანქანურ სწავლებაში, კიბერ უსაფრთხოებაში, შეღწევადობის ტესტირებაში, კრიპტოგრაფიაში და ასე შემდეგ.
კურსის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ, დაწერენ პროგრამებს და სხვადასხვა პრობლემის, ამოცანის პროგრამულ გადაწყვეტილებას. ისწავლიან რეალური ანალიტიკური ამოცანების ამოხსნას Python პროგრამირების ენის გამოყენებით, ტესტირებასა და გამოსწორებას (testing and debugging), კლასებთან მუშაობას, ალგორითმულ სირთულეებსა და მონაცემთა სტრუქტურებს. სტუდენტები ისწავლიან მონაცემთა მეცნიერებას, Windows ის ფორმებს, პარალელურ პროგრამირებასა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობას. Framework Django_სთან მუშაობას, სხვადასხვა სირთულის ვებ საიტებისა და აპლიკაციების შექმნას.
სპეციალიზაციის ბოლოს, მონაწილეებს ექნებათ შესასრულებელი ფინალური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სახელით გაიცემა სპეციალიზაციის სერტიფიკატი.
სპეციალიზაციის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან Python დეველოპერის პროფესიას და კურსის დამთავრებისთანავე დამოუკიდებლად შეძლებენ:
➡ საშუალო და რთული ამოცანების Python-ზე გადაწყვეტილების შემუშავებას, პროგრამის დაწერას;
➡ Python-ზე ალგორითმების წერას;
➡ Django-სთან მუშაობას;
➡ მუშაობას Python დეველოპერის პოზიციაზე.
👥 კურსის ლექტორები:
🔹 მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.
🔹 ირაკლი ფირცხალავა – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი და Python-ის დეველოპერი.
🔹 გიორგი სანიკიძე – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის Python და Django დეველოპერი.
📆 კურსის განრიგი:
კურსის დასაწყისი: 22/03/2024.
მეცადინეობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.
⏳ სასწავლო სპეციალიზაციის ჯამური ხანგრძლივობა: 5 თვე
ჩატარების ტიპი: offline | online
💰 პროგრამის საფასური: 980 ლარი
სპეციალიზაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად
☎ კონტაქტები:
📞 (+995) 595 511 355
📞 (+995) 571 381 166
ელ-ფოსტა: info@scsa.ge
Registration:

  Definitions 

  •  Order the product, or just write a letter to the author of the post.
  •  The author of the post is responsible for the fulfillment of the order.
  •  The site does not interfere in the relationship between the customer and the author of the product

The identity of the customer *
contact mobile *
Facebook link or email
message
{{ reviewsTotal }}{{ options.labels.singularReviewCountLabel }}
{{ reviewsTotal }}{{ options.labels.pluralReviewCountLabel }}
{{ options.labels.newReviewButton }}
{{ userData.canReview.message }}